გამოცდილება 360°
Ecommerce პროექტის წარმატებას მხოლოდ იდეა არ განაპირობებს. ეს არის გამართული ჯაჭვი, სადაც ტექნოლოგია, მარკეტინგი და პროცესები ერთმანეთს უნდა ერგებოდეს. მე გთავაზობთ ხედვას, რომელიც ამ ყველაფერს აერთიანებს.
აქ მხოლოდ იმ პრაქტიკულ მეთოდოლოგიას გაგიზიარებთ, რომელიც Ecommerce-ის შიდა სამზარეულოში, ყოველდღიური ოპერაციებისა და ტექნოლოგიური გამოწვევების მართვისას ჩამოვაყალიბე.
რაში დაგეხმარებათ ჩემი გამოცდილება?
ჩემი მიზანია, დაგიზოგოთ დრო და რესურსები იმ გამოწვევების გადაჭრით, რომლებიც უკვე არაერთხელ გავიარე.
- სტრატეგია, რომელიც შედეგზე საუბრობს მარკეტინგი ჩემთვის მხოლოდ ლამაზი რეკლამა არ არის. წლების განმავლობაში, როგორც მარკეტინგის ხელმძღვანელმა, ვისწავლე მთავარი: როგორ ავაწყოთ ისეთი ციფრული სისტემა, სადაც ყოველი თქვენი ინვესტიცია ბრენდის ერთგულ მომხმარებლად და რეალურ გაყიდვებად გარდაიქმნება.
- ტექნოლოგია, როგორც თქვენი მოკავშირე ვიცი, რამდენად დამღლელია ტექნიკური გაუმართაობა. დეველოპმენტის ცოდნა მეხმარება, საიტს „შიგნიდან“ შევხედო და ისეთი UI/UX ლოგიკა დავგეგმო, რომელიც მომხმარებლისთვის მარტივი იქნება, დამკვეთს კი გაყიდევებს გაუზრდის. მე ვზრუნავ, რომ ტექნოლოგია ბიზნესს კი არ აფერხებდეს, არამედ აძლიერებდეს.
- გამართული ბიზნეს პროცესები საკუთარი პროექტების მართვისას აღმოვაჩინე, რომ გაყიდვა მხოლოდ დასაწყისია. ნამდვილი წარმატება ლოჯისტიკის, საოპერაციო გამართულობისა და მდგრადი განვითარების კვეთაზეა. გაგიზიარებთ გამოცდილებას, როგორ გახადოთ თქვენი ბიზნესი უფრო მოქნილი და ნაკლებად დამოკიდებული ყოველდღიურ ქაოსზე.
თუ გსურთ იდეების გაზიარება ან თანამშრომლობა, ყოველთვის მიხარია ახალი ადამიანების გაცნობა და მათი აზრის მოსმენა.
