ილუზია Ecommerce-ში: რატომ ვერ გადაარჩენს კარგი რეკლამა დაულაგებელ პროცესებს

iluzia-ecommerce-proeqtshi-ratom-ver-gadaarchens-kargi-reklama-daulagebel-procesebs
გააზიარე

ბოლო 10 წლის განმავლობაში, არაერთხელ დავსწრებიდავარ შეხვედრებს, სადაც გაყიდვების ჩავარდნას ავტომატურად მარკეტინგის დეპარტამენტს აბრალებენ. „რეკლამა არ მუშაობს“, „Targeting არასწორია“, „ბიუჯეტი ცოტაა“, ეს სტანდარტული ფრაზებია.

თუმცა, როგორც Ecommerce-ის ხელმძღვანელი, რომელიც პროცესს ხედავს როგორც დეველოპმენტის, ისე ბიზნესის ჭრილში, თამამად შემიძლია ვთქვა: ეს ილუზიაა.

ელექტრონული კომერცია არ არის ერთი დეპარტამენტის თამაში. ეს არის რთული ეკოსისტემა, სადაც წარმატება დამოკიდებულია სამი ძირითადი რგოლის – მარკეტინგის, დეველოპმენტის და ლოჯისტიკის – სწორ სინქრონიზაციაზე.

მოდით, დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი და განვსაზღვროთ, ვინ რაზეა პასუხისმგებელი რეალურად.

1. მარკეტინგი: ტრაფიკის გენერატორი (და არა გამყიდველი)

ყველაზე გავრცელებული შეცდომაა მარკეტინგისგან „გაყიდვების“ მოთხოვნა. მარკეტინგს არ შეუძლია აიძულოს ადამიანი, გადაიხადოს ფული.

მარკეტინგის რეალური ფუნქციაა ინტერესის გაღვივიება და ტრაფიკის გენერირება. მისი ამოცანაა, პოტენციური მომხმარებელი მოიყვანოს „კარამდე“ (საიტამდე). თუ მარკეტინგმა მოიყვანა სწორი აუდიტორია, მან თავისი საქმე შეასრულა. აქ მისი როლი მთავრდება და იწყება შემდეგი, კრიტიკული ეტაპი.

2. დეველოპმენტი: პროდუქტი, რომელიც ყიდის

სწორედ აქ ხდება რეალური გაყიდვა და ხშირად დეველოპმენტს სათანადოდ არ აფასებენ. არ ქმნიან პროდუქტს, რომელიც მზად არის მარკეტინგის მოყვანილ მომხმარებელს ყიდვაში დაეხმაროს.

სინამდვილეში, დეველოპერმა უნდა შექმნას პროდუქტი, რომელიც ყიდის.

როდესაც მომხმარებელი შემოდის საიტზე, მარკეტინგის საქმიანობა მთავრდება. ახლა მთავარია:

  • რამდენად სწრაფად ჩაიტვირთა გვერდი?
  • რამდენად ინტუიციურია ნავიგაცია (UX/UI)?
  • რამდენად მარტივია Checkout-ის პროცესი?
  • მუშაობს თუ არა ძიება და ფილტრაცია გამართულად?

საიტი თავად არის პროდუქტი. თუ დეველოპმენტი არ არის ორიენტირებული მომხმარებლის გამოცდილებაზე, საუკეთესო მარკეტინგული კამპანიაც კი უძლურია და ჩათვალეთ წყალში გადაყრილი ფულია. მომხმარებელი, რომელიც ვერ პოულობს სასურველ ნივთს 3 წამში, ან რომელსაც უჭედავს გადახდის გვერდი – დაკარგულია.

3. ლოჯისტიკა: დაპირების შესრულება

თუ პირველი ორი ეტაპი წარმატებით დასრულდა და ტრანზაქცია შედგა, ეს ჯერ კიდევ არ არის გამარჯვება. ეს მხოლოდ კრედიტის აღებაა მომხმარებლისგან.

ლოჯისტიკა არის ის რგოლი, რომელიც ასრულებს დაპირებას. დროული მიწოდება, სწორი შეფუთვა, ნაშთების სიზუსტე – ეს განსაზღვრავს, დაბრუნდება თუ არა მომხმარებელი მეორედ. Ecommerce-ში მოგება ხომ არა პირველ, არამედ განმეორებით შეკვეთებშია (LTV). თუ ლოჯისტიკა მოიკოჭლებს, მარკეტინგის და დეველოპმენტის შრომა გაუფასურებულია.

დასკვნა: სინქრონიზაციის ძალა

Ecommerce ხელმძღვანელის მთავარი ამოცანა არ არის რომელიმე ერთი მიმართულების გაძლიერება სხვების ხარჯზე. მთავარი ამოცანაა ამ სამი რგოლის ერთ მთლიან მექანიზმად ქცევა.

  • მარკეტინგმა უნდა იცოდეს, რისი გატარება შეუძლია ლოჯისტიკას.
  • დეველოპმენტმა უნდა იცოდეს, რა ტიპის ტრაფიკს ელოდება მარკეტინგი.
  • ლოჯისტიკა უნდა იყოს ინტეგრირებული სისტემასთან რეალურ დროში.

წარმატებული ონლაინ ბიზნესი არის იქ, სადაც მარკეტინგი ქმნის მოთხოვნას, ციფრული პროდუქტი გარდაქმნის მას გაყიდვად, ხოლო ლოჯისტიკა ამყარებს ნდობას.

კომენტარები
კომენტარის დამატება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Updates, No Noise
Updates, No Noise
Updates, No Noise
Stay in the Loop
Updates, No Noise
Moments and insights — shared with care.